მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 45:11

10. დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანასა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწვას ცეცხლითა.11. მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.12. უფალი ძალთა ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდება
ფსალმუნნი თავი 45
11. მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.
ფსალმუნი 45-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი“ ().

„ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.“ ().

„ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.“ ().

1. ღვთის შეწევნა და განგების მდინარე

წინასწარმეტყველი ჩვეულ სიბრძნეს მიმართავს: მსმენელს ცხოვრებისეულ საქმეებს აშორებს და ზეგარდამო სასოებამდე აღამაღლებს. ნუ დამიწყებ, ამბობს იგი, იარაღის, ზღუდეებისა და თხრილების ხსენებას; ნურც ფულის სიმრავლეს, საომარ გამოცდილებასა და ცხენთა სიმრავლეს; ნურც მშვილდებს, ისრებსა და ჯავშნებს; ნურც მოკავშირეთა სიმრავლესა და მეომართა მწყობრებს; ნურც სხეულის ძლიერებას და მტრებთან ბრძოლის გამოცდილებას. ეს ყოველივე ობობას ქსელსა და ჩრდილზე უძლურია. მაგრამ თუ გსურს იხილო უძლეველი ძალი,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის