...ან წამალი ვერ მიიღოს. მაგალითად, ცხოვრებისეული მწუხარე გარემოებებით დაბეჩავებული ვინმე მოდის აქ, რომელთაგან დარდს მიეცა? მოსულმა მყისვე მოისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები: «რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა» () — და საკმარის ნუგეშს მიიღებს, დარდისგან სრულად თავისუფალი წავა აქედან. სხვა მწუხარებს და დარდობს, უკიდურესი სიღარიბით დატვირთული და ხედავს, როგორ არიან სხვები სიმდიდრით, ფუფუნებითა და ბრწყინვალებით გარშემორტყმულნი; მაგრამ ისიც ისმენს იმავე წინასწარმეტყველის სიტყვებს: «მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა» (), და კიდევ: «ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა» (). კიდევ სხვა დარდობს, სხვებისგან შეურაცხყოფასა და ცილისწამებას იტანს და ცხოვრებას აუტანლად მიიჩნევს, რადგან არსაიდან ადამიანურ დახმარებას ვერ იღებს; მაგრამ ისიც იმავე ნეტარი წინასწარმე...
ფსალმუნნი 41:6
5. ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ჴმითა მედღესასწაულეთათა.6. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.7. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.
ფსალმუნნი თავი 41