..., არამედ ეშმაკთა ლაშქართანაც. მაშ, მას, კერძო ადამიანები — მეფეს, მსუბუქ და მშვიდ ცხოვრებას მატარებლები — მას, ვინც პორფირითა და გვირგვინით შემოსილმა ბერებს (მონაზვნებს) გადააჭარბა მკაცრი ცხოვრებით, მივბაძოთ. მართლაც ისმინე, როგორ ამბობს ის თავად სხვა ადგილას: „იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე" (). ხედავ, როგორ იყო მისი სული მუდმივ შემუსვრილობაში? საზრდელი ჩემთვის, ამბობს, პური, ნადიმი სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემი ცრემლები ღამით და დღისით. და კიდევ: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი" (). რას ვიტყვით ან რით გავიმართლებთ თავს ჩვენ, რომლებიც ისეთი შემუსვრილობის გამოვლენასაც არ ვინდომებთ, როგორსაც ამდენი საქმით დატვირთული მეფე იჩენდა? და კიდევ, მითხარი, რა არის ამ თვალებზე მშვენიერი, რომლებიც გამუდმებული ცრემლებით, ვითარცა მარგალიტით, იმშვენიერებდნენ? შენ ნახე მეფე, რომელიც ღამითაც და დღისითაც ღვრიდა ცრემლებს და ლოცვაში იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა...
ფსალმუნნი 41:4
3. სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?4. იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?5. ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ჴმითა მედღესასწაულეთათა.
ფსალმუნნი თავი 41