მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 33:9

8. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.9. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.10. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.
ფსალმუნნი თავი 33
9. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ენ ღჳნოჲ იგი, რომელი სიბრძნემან განზავა ტაკუკთა შინა თჳსთა, ხოლო ნავღლისა წილ მოგუმადლნა სიტყუანი თჳსნი, რომელნი უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა მის გოლეულისა. რამეთუ ვინაჲთგან მან მიიღო სიმწარე ჩუენი, გუეტყჳს ჩუენ: „განიცადეთ და იხილეთ, რამე-თუ ტკბილ არს უფალი“.

ხოლო ვითარცა ამისცა ღონისაგან ცარიელი დაშთა ეშმაკი, და ჴელოვნებაჲ მისი ამაო იქმნა, და ცნა უმეტესადრე, ვითარმედ არა კაცისა მიმართ არს ბრძოლაჲ მისი, არამედ ღმრთისა განკაცებულისა, განიზრახა სრულიად სივლტოლაჲ, რამეთუ შურდა ცხორებაჲ კაცთაჲ მოშურნესა მას. მაშინ უფალმან, მაცხოვარმან ყოველთამან, არა ინება, რაჲთამცა განერა მტერი იგი, და დაშთესმცა სულნი ჯოჯოხეთს შეყენებულნი, არამედ საკჳრველად ჴელთ-იგდო იგი. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ივლტის შეძრწუნებული, კუალად კაცობრივთა სიტყუათა იტყოდა, ვითარცა გუასწავებს მახარებელი, ვითარმედ: „ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“ ;

ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა ეშმაკი კუალად იჭუეულ იქმნას, და რომლისაგან ძრწოდა და იტყოდა, ვითარმ...

სრულად ნახვა