მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 33:15

14. დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;15. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.16. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
ფსალმუნნი თავი 33
15. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:7-10 — ფარისეველთა და სადუკეველთა მხილება:

...ყველნი, როგორც იქედნე ღრღნის დედის საშოს, რაჟამს იბადება. მერმისა მისგან რისხვისა. - გეჰენიის შესახებ ამბობს.

8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ. - ხედავ, რას ამბობს? რომ ბოროტებას არა მხოლოდ უნდა გაექცე, არამედ კეთილი ნაყოფიც უნდა გამოიღო, რადგანაც ნათქვამია: მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი ().

9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. - ისინი იმან დაღუპა, რომ თავიანთი კეთილშობილური წარმოშობის გამო არ ეშინოდათ. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. - ქვებში წარმართები იგულისხმებიან, რომელთაგან მრავალმა ირწმუნა. გარდა ამისა, იოვანე პირდაპირი მნიშვნელობითაც ამბობს, რომ ღმერთს აბრაამისათვის შვილების შექმნა ქვებისგანაც შეუძლია. რადგან ქვა იყო ხომ უნაყოფობისა გამო სარას საშო, მაგრამ მაინც შობა, და როდის აღუდგინა უფალმა აბრაამს ქვათაგან შვილები? მაშინ, როცა მისი ჯვარცმისას მრავალთა იხილეს რა, რომ კლდენი განსთქდეს (მთ. 27,51), ირწმუნეს.

10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. - ცულს ქრისტეს სამსჯავროს უწოდებს, ხოლო ხეებს ყოველ ჩვენგანს. ამგვარად, ვინც არ ირწმუნა, ურწმუნოების გამო ძირში მოიჭრება და გეჰენიაში ჩავარდებ...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ბებში არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს, ის გეჰენიის ცეცხლს უფრო მეტად იკრებს. ამიტომ, გევედრებით, მარხვის დარჩენილ დროს მაინც, როგორც ჯერ-არს, გამოვიყენოთ და ყოველ კვირას, ან თუნდაც ყოველდღე, თავს ჩავხედოთ: სულიდან მანკიერებები ამოვიძირკვოთ, სათნოებათა საუნჯე კი გავამრავლოთ; „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი" (), როგორც წინასწარმეტყველი შეგვაგონებს: ესაა ჭეშმარიტი მარხვა. მრისხანემ სულიდან ღვთისმოსავი ფიქრით მასზე გაბატონებული ვნება განდევნოს და სიმშვიდე და თავმდაბლობა შეიყვაროს. დაუდევარმა და მოუთოკავმა, ხორციელ სილამაზეს ვნებიანად რომ უყურებს, თავისი გულისზრახვა მოთოკოს და სულის სიღრმეში ქრისტეს სჯული აღიბეჭდოს, რომელიც ამბობს: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (), — თავშეუკავებლობის ვნებას გაექცეს და უმანკოებაში ივარჯიშოს.

ენაშეუკავებელმა და განუსჯელად ყველაფერზე მოლაპარაკემ ნეტარ წინასწარმეტყველს მიბაძოს და თქვას: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა" (); — არასოდეს თქვას სიტყვა უფიქრელად და შემთხვევით, არამედ პავლეს ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ი სინანულისათჳს ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს:

...დიან გარდასრულნი დღენი შენნი, მოიგე მარხვაჲ და წყალსა იჴუმევდე, რაჲთა ვნებაჲ იგი მთრვალობისაჲ აღმოჰფხურა; უკუეთუ თუალითა ვნებულითა მიგიხედვან განცდად სიკეთესა პირთასა, აღჳრ-ასხენ თუალთა ყოლადვე არა ხედვად დედათა. ესრეთ თუ ჰყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყჳსა მის, ვითარმედ: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“; და კუალად: „დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა“. ისმინე შემდგომიცა ამისი: „მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას“. არა კაცთა მიმართ ხოლო ვიტყჳ, არამედ ღმრთისა მიმართცა. და კეთილად თქუა: „მისდევდი მას“, რამეთუ განვიოტეთ იგი და განვდევნეთ, და ივლტოდა რაჲ ჩუენგან, დაუტევა ქუეყანაჲ და ზეცას წარვიდა. არამედ ძალ-გჳც კუალად უკუმოყვანებად მისა, უკუე-თუ მჴურვალედ მოვიძიოთ და მივსდევდეთ მას, უკუეთუ განვიოტნეთ ჩუენგან ვნებანი, რომელთა განიოტეს იგი სულთაგან ჩუენთა, რომელ არს: ზუაობაჲ, ანპარტავნებაჲ, მრისხანებაჲ, ანგაჰრებაჲ, დიდებისმოყუარებაჲ და სხუანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესევითართა მათ განიოტეს ჩუენგან მშჳდობაჲ და მტერ ღმრთისა გუყვნეს და მბრძოლ ურთიერთას. აწ უკუე მაოტებელნი იგი მშჳდობისანი განვიოტნეთ და ვევედ...

სრულად ნახვა