...იგიხედვან განცდად სიკეთესა პირთასა, აღჳრ-ასხენ თუალთა ყოლადვე არა ხედვად დედათა. ესრეთ თუ ჰყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყჳსა მის, ვითარმედ: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“; და კუალად: „დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა“. ისმინე შემდგომიცა ამისი: „მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას“. არა კაცთა მიმართ ხოლო ვიტყჳ, არამედ ღმრთისა მიმართცა. და კეთილად თქუა: „მისდევდი მას“, რამეთუ განვიოტეთ იგი და განვდევნეთ, და ივლტოდა რაჲ ჩუენგან, დაუტევა ქუეყანაჲ და ზეცას წარვიდა. არამედ ძალ-გჳც კუალად უკუმოყვანებად მისა, უკუე-თუ მჴურვალედ მოვიძიოთ და მივსდევდეთ მას, უკუეთუ განვიოტნეთ ჩუენგან ვნებანი, რომელთა განიოტეს იგი სულთაგან ჩუენთა, რომელ არს: ზუაობაჲ, ანპარტავნებაჲ, მრისხანებაჲ, ანგაჰრებაჲ, დიდებისმოყუარებაჲ და სხუანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესევითართა მათ განიოტეს ჩუენგან მშჳდობაჲ და მტერ ღმრთისა გუყვნეს და მბრძოლ ურთიერთას. აწ უკუე მაოტებელნი იგი მშჳდობისანი განვიოტნეთ და ვევედრნეთ უფალსა ცრემლითა მჴურვალითა, რაჲთა მოგუცეს მშჳდობაჲ იგი, რომელი აღუთქუა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: „მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობ...
ფსალმუნნი 33:14
13. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?14. დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;15. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.
ფსალმუნნი თავი 33