მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 32:6

5. უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.6. სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.7. შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
ფსალმუნნი თავი 32
6. სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...აძლევს სარგებლობას: „რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა“ ().

ხედავ, რამდენად დიდია კურთხევის ძალა? რადგან მისი სიტყვები საქმეებად იქცევა. ცაც ხომ მისმა სიტყვამ შექმნა. რადგან ამბობს: „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს“ (). სწორედ იმ სიტყვით გაკურთხებს, რომელსაც ამდენი ძალუძს. „ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.“ (). რას ამბობ? ნუთუ ზეცა თავის სამყოფლად ამოირჩია და, ზემო სამყოფელნი რომ მიიღო, ჩვენ აქაურობა გამოგვიყო? ნუ იყოფინ! ეს ასე არ არის, არამედ მისადაგების გამოთქმაა. თუ ეს ასეა, მაშინ როგორ დგას მეორე, ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვა: „ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი“ (). რადგან ის ამას ეწინააღმდეგება, თუ სიტყვას ზედაპირული წარმოთქმის მიხედვით მივიღებთ და მათში დაფარულ ჭვრეტას არ დავუკვირდებით. მაშ, რას ნიშნავს ის, რასაც ამბობს: **„ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა...

სრულად ნახვა