მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 32:16

15. რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.16. არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.17. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.
ფსალმუნნი თავი 32
16. არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღმრთის შეწევნა ბრძოლასა და მმართველობაში:

...ამრიგად, აქაც, როგორც ხილულ ბრძოლებში, ზეგარდამო შეწევნა გვჭირდება. რადგან ამბობს: „არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს“ (). ასე მართლაც მრავალნი მტრებს უკუაქცევდნენ, რადგან წინ უძღოდა ლოცვები, რომლებიც მტრულ რაზმებს ამხობდნენ. „წყალობაო ჩემო და შემწეო ჩემო, და მჴსნელო ჩემო“ (). ხედავ, კვლავ როგორ ითხოვს, ღვთის კაცთმოყვარეობით ცხონდეს? უფრო მეტიც, აქ სხვა რამესაც მიანიშნებს. ამით აჩვენებს და ამბობს, რომ თვით ამ წყალობის ღირსიც არ ვიქნებოდი, ღმერთს თავად რომ არ მოეხედა. ამიტომ ამბობს: თვითონ არის „წყალობაო ჩემო“ (); მე კი იგი ჩემი საქმეებით არ მომიპოვებია. რადგან, თუმცაღა წყალობაა, იგი...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დავითის სასოება და შესმენილი ლოცვა:

...საც კი მოკავშირეთა რიგში არ თვლის, თუ ზემოდან მომავალი შეწევნა არ მიიღო; და არც უდაბნოში მყოფად მიიჩნევს თავს, თუნდაც მარტო იყოს, თუ ღვთის შეწევნას ეზიარება. ამიტომაც ამბობდა: „არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა“ (). ზოგიერთნი კი, ამ სიტყვას სულიერი აღყვანებითი მნიშვნელობით განმარტავენ და ამბობენ, რომ ლომი და მდევრები ეშმაკი და დემონები არიან. რადგან, როცა დაინახა, რომ მისი შვილი ეშმაკის მიერ იქნა მიტაცებული და შთანთქმული, ითხოვს, თვითონ არასოდეს განიცადოს ეს, და იმ მიზეზსაც ამბობს, რომლის გამოც აბესალომმა ეს განიცადა. რა არის მიზეზი? ამბობს: ბოროტებით მან ღვთის შეწევნა საკუთარი თავისგან განიშორა. ამიტომ ამბობს: „არ არის მხსნელი და მაცხოვნებელი." ხოლო რომ ეშმაკს წმინდა წერილი ლომს უწოდებს, მოისმინე, თვითონ როგორ ამბობს: **„განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალ...

სრულად ნახვა