მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 31:2

1. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;
ფსალმუნნი თავი 31
2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.
მოკლე მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პირასკევს ზიარებად მომზადებულთადმი
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ქრისტიანენო! წინასწარმეტყველი და მეფე დავით იტყვის ფსალმუნსა შინა: ნეტარ-არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა (ფს. ლა, მუხ. ა. ბ.) თქვენ ხართ, ძმანო, დღეს მეძიებელნი ნეტარებისა ამის დიდისა, ვინაიდგან ლოცვითა და მარხვითა ემზადებით აღსარებასა და ზიარებასა და მოელით ცოდვათა მოტევებასა.

ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ის ოც-და-მეთერთმეტე ფსალმუნი, რომლისაგან მოვიყვანეთ ჩვენ ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო იგი შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გარდიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხა ეკალი. რამეთუ დავდუმენ მე, - ესრეთ განაგრძობს დავით სიტყვას, განკფდეს ყოველნი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარად-დღე რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემზედა ხელი შენი, მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. რა აწუხებდა მას, ძმანო, ეგზომად? განზრახვა და წარმოდგენა სიცოდვისა მისისა! სჩანს რომ მან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).:

...აქუნდა, ხოლო რვალსა მას არა აქუნდა გესლი, არამედ წმიდაჲ იყო. ეგრეთვე აქაცა წარმწყმედელსა მას სიკუდილსა ცოდვაჲ აქუნდა, ვითარცა-იგი გუელსა - გესლი, ხოლო მეუფისა სიკუდილი ყოვლისავე ცოდვისაგან შორს იყო, ვითარცა-იგი რვალისა გუელი - გესლისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ჯუარცუმულმან არა ქმნა, „არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“. და ესე არს, რომელსა იტყჳს პავლე, ვი-თარმედ: „განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი და განაქიქნა იგინი კადნიერებით მას ზედა“. რამეთუ ვითარცა მოღუაწემან და ახოვანმან მორკინალმან აღიღის რაჲ წინააღმდგომი თჳსი და სიმაღლედ აღამაღლის და დააკუეთის და ბრწყინვალედ გამოაჩინის ძლევაჲ თჳსი, ეგრეთვე ქრისტემან წინაშე ყოვლისა სოფლისა წინააღმდგომნი იგი ძალნი დააკუე-თნა და მოწყლულნი იგი მჴეცისაგან განკურნნა ჯუარ-ცუმითა თჳსითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდის ძე თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას, რაჲთა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდენ, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (3,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რომელ მეგულების ამაღლებაჲ ჯუარსა ზედა, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით, რამეთუ მამასაცა ესე სათნო-უჩნს; რამ...

სრულად ნახვა