მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 26:13

12. მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა.13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.14. დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდება
ფსალმუნნი თავი 26
13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...(მათ. 5,5) რამეთუ სისხლნი იგი, რომლითა ქუეყანაჲ შეგუებღალა ჩუენ, აღიხუნა და თჳსი პატიოსანი სისხლი გარდამოადინა მას ზედა, რაჲთა ეკალთა წილ აღმოაცენოს მას შინა ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და ყოველნივე კეთილნი, რომლისათჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყოდა: „მრწმენა მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოელთასა“.

და სხჳსაცა პირისათჳს დაიდგა გჳრგჳნი იგი ეკლისაჲ უფალმან ჩუენმან, რაჲთა ზრუნვანი ცხორებისა ამის ჩუენისანი განაქარვნეს. რამეთუ მიყარნა მტერმან მან მზაკუვარმან ზრუნვანი ჩუენნი მის ზედა; და არა უწყოდა, ვითარმედ იტჳრთნეს რაჲ იგინი უფალმან, ყოველთავე უზრუნველჰყოფს მანქანებათაგან მისთა, რაჲთა თესლი იგი სიტყჳსაჲ თავისუფალ იქმნას ეკალთაგან, ხოლო ჩუენ შეშთობისა მისგან ზრუნვათაჲსა აზნაურებაჲ მოვიგოთ. რამეთუ თავადსა ჩუენთჳს ელმოდა და ჩუენთჳს იურვოდა, რაჲთა ჩუენ არღარა გუელმოდის, არცა ვიურვოდით უღონოებისაგან.

ხოლო ლერწამი იგი ამისთჳს მოიღო მათგან უფალმან, რაჲთა მით მოაკუდინოს გუელი იგი მზაკუვარი, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ლერწამი მაკუდინებელ არს გუელთა. ვინაჲთგან უკუე უფალი საბაოთ, ვი-თარცა ესაია იტყჳს, სდევნიდა გუელსა მას ვეშაპსა დიდსა, ეშმაკსა მას მზაკუვარსა, ამისთჳს ლერწამი იგი მიიღო...

სრულად ნახვა