მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 23:6

5. ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.7. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.
ფსალმუნნი თავი 23
6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).:

...ოველი იქმნეს“? არა თუ მის ნათესავისათჳს იტყჳს, რომელი მაშინ იყო, არამედ ნათესავისათჳს მორწმუნეთაჲსა; რამეთუ ესე წეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელ-სდებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანცა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა“. და კუალად იტყჳს: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“. რამე-თუ ვითარცა ზემო თქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ყოფად“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა“, ეგრეთვე აქა მოასწავებს, ვითარმედ უეჭუელად ყოფად არს, რაჲ-ესე თქუა, და ეგოსვე ნათესავი მორწმუნეთაჲ და არცა ერ-თისაგან ძნელოვანთა მათ საქმეთაჲსა დაიჴსნას; არამედ იერუსალჱმიცა მოოჴრდეს, და უმრავლესნი ჰურიათანი უჩინო იქმნენ, მოწყუედილნი ფერად-ფერადითა სიკუდილითა, ხოლო ნათესავსა მას ქრისტეანეთასა ვერარაჲ მძლე ექმნას, ვერცა დაჴსნას ვერცა სიყმილმან, ვერცა სრვამან, ვერცა ძრვამან, ვერცა მოოჴრებამან ქალაქთამან, ვერცა ქრისტემტყუვართა და მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ვერცა მიცემამან ჭირ...

სრულად ნახვა