მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 22:5

4. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.5. განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.6. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
ფსალმუნნი თავი 22
5. განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ო ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს:

...ართ, მუნ ვისწავლოთ დაგებაჲ ტაბლისაჲ უოხჭნოჲთა სანოაგითა, რომლისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ საშურვებელად მაჭირვებელთა ჩემთა; სცხე ზეთი თავსა ჩემსა, და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვი-თარცა ურწყულმან. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა“.

ესე არს ტაბლაჲ და მთრვალობაჲ სულიერი, სავსე კეთილითა. ესე არს წყალობისა უფლისა ჩუენ ზედა მომყვანებელი და დამამკჳდრებელი ჩუენი სახლსა უფლისასა, რომელ არს ზეცისა იერუსალჱმი და მიუთხრობელნი იგი კეთილნი. მუნ მკჳდრ-ყოფად ღირსმცა ვართ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა