მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 22:4

3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.4. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.5. განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
ფსალმუნნი თავი 22
4. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა:

...ე ჩუენი, სამართლადმცა ძნელ გიჩნდა მიახლებაჲ მისი, ჵ კაცო. ხოლო ვინაჲთგან ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს დიდებითა თჳსითა და მახლობელ არს მოშიშთა მისთა, რაჲსათჳსღა შეუძლებელ გიჩნს მახლობელობაჲ მისი? არა გესმისა წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს? „არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ“. და თავადი უფალი იტყჳს სხჳსა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ღმერთი მახლობელი მე ვარ და არა ღმერთი შორიელი“.

საცნაურ არს უკუე, ვითარცა-იგი ცოდვანი განგუაშორებენ მისგან, ეგრეთვე სიმართლენი მიგუაახლებენ მისა. ვითარცა ეტყჳს ესაია მოქმედ-თა მათ სიმართლისათა, ვითარმედ: „დიდებაჲ ღმრთისაჲ გარემოგადგეს შენ. მაშინ ჰღაღადებდე, და ღმერთმან ისმინოს შენი და ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ“. (ესაია 58, 8-9) რომელმან მამამან ესრეთ მოსწრაფებით ისმინოს შვილთა თჳსთაჲ? რომელმან დედამან ესრეთ განმზადებულად განჰმარტნის სასმენელნი თჳსნი სმენად სიტყუასა ნაშობთა მისთასა, რაჲთა უწოდონ რაჲ, მეყსეულადმცა ჴმა-სცა? ხოლო ღმერთი მარადის მზა არს და მოელის, ვინ-ძი ხადოს მას მონათა მისთაგანმან, და არაოდეს ჰყოვნის სმენად მათა, რომელნი ჯეროვნად ხადიან მას. ამისთჳს იტყჳს: „ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრ...

სრულად ნახვა