...უალად ზღუაჲ მეწამული, რომელი განვლეს ჰურიათა, და ემბაზი იგი, რომელსა ანგელოზი აღსძრვიდა, და ასურისა ნემანის საქმჱ, რომელი იორდანეს განწმდა, - და ესე ყოველნი ნათლის-ღებისა სახესა მოასწავებდეს. და კუალად მრავალი თქუეს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან“; და ვითარმედ: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკჱ შენი“; და: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ!“ და: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი“. და კუალად შობაჲ ისაკისი ბერწისაგან და სხუათა მრავალთაჲ სახჱ იყო ამისვე შობისაჲ, და ქალწულისაგან შობისაჲცა. და ამას ყოველსა მოაჴსენებს მას და ეტყჳს, ვითარმედ: „შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია? ამენ, ამენ, გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არავინ შეიწყნარებს“ (3,10-11).
ენება, რაჲთამცა სრულიად გულსავსე-ყო იგი; ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უფროჲს ყოვლისა თუალნი სარწმუნო არიან, და რაჟამს ვის ვეტყოდით...