მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 21:26

25. ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.26. შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.27. ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 21
26. შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).:

...შენდა, რომელ მტერთა სათნოებისათა უჩუენებ სათნოებასა შენსა და არა ღმერთსა, წყაროსა მას და მოძღუარსა სათნოებისასა, და წმიდათა მისთა მუშაკთა მათ და ტრფიალთა სათნოებისათა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ღაღადებს: „შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმაჲ ჩემი აღვასრულო წინაშე მოშიშთა შენთა“; რამეთუ ეკლესიაჲ შესაკრებელად გამოითარგმანების, ხოლო შესაკრებელი დიდი დღე იგი განკითხვისაჲ არს, ოდეს ფრიადი კრებული ანგელოზთა და კაცთაჲ ერთბამად წარმოდგენ. ნეტარ არს უკუე, რომლისა ქებაჲ მაშინ იქმნას ღმრთისაგან წინაშე მოშიშთა მისთა, რამეთუ მან დაიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ. ამისთჳს გევედრები, მუშაკნო სათნოებისანო, ნუ კაცთათჳს, არამედ ღმრთისათჳს იყავნ შრომაჲ თქუენი; ნუ კაცთათჳს ჰმორჩილობთ ღმერთსა, არამედ ღმრთისათჳს - კაცთა. რამე-თუ უკუეთუ კაცთათჳს იქმოდით სათნოებათა, სწორ ხართ არამოქმედთასა, რამეთუ ვითარცა იგინი არაქმნითა ურჩ ექმნებიან ღმერთსა, ეგრეთვე თქუენ - ურჩულოდ და უწესოდ ქმნითა; არამედ რჩულიერად იღუაწეთ, რაჲთა რჩულიერადცა გჳრგჳნოსან იქმნეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა...

სრულად ნახვა