...რა მე"** და მთელი კაცობრიობის ქველმოქმედებას მხოლოდ თავისთვის მიიწერ? დიახ, ამბობს. თუმცა მსხვერპლი მთელი კაცობრიობისთვის არის შეწირული, მაგრამ მისადმი ჩემი სიყვარულის გამო, ყველაფერს, რაც მან გააკეთა, ჩემთვის მივიწერ. ასე იქცეოდნენ ჩვეულებისამებრ წინასწარმეტყველებიც; ისინიც ამბობდნენ: „ღმერთო, ღმერთო ჩემო" (; 117:28; 142:10); თუმცა ღმერთი მთელი ქვეყნიერების ღმერთია, მაგრამ სიყვარულისთვის თვისებრივია, რომ საერთო კუთვნილება საკუთარ თავზე მიაწეროს. „ძისა ღმრთისაჲთა, — ამბობს, — რომელმან შემიყუარა მე". რას ამბობ? ნუთუ მხოლოდ შენ შეგიყვარა? არა, ამბობს; მთელი კაცობრიობა შეიყვარა, მაგრამ მე ისე ვარ მისი მადლიერი, თითქოს მე ერთი ვიყო მისგან შეყვარებული. „და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს". მაშ, ნუთუ მხოლოდ შენთვის ჯვარს ეცვა? ხომ არ თქვა თავადვე: „მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" ()? და შენ თავად ხომ არ თქვი, რომ მან თავი მისცა ჩვენ ყველასთვის ()? სწორედ ასეა, ამბობს; ამის თქმით, საკუთარ თავს არ ვეწინააღმდეგები, არამედ ჩემს სიყვარულს ვაკმაყოფილებ. მაგრამ შეხედე, კიდევ რას გვასწავლის თავისი სიტყვებით. ზემოთ მან თქვა, რომ მამ...
ფსალმუნნი 21:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...მედ არა არს წინააღმდგომ ღმრთისა, არამედ აღსასრულადმდე პატივ-სცემს მამასა, და ჰრცხუენოდის ჰურიათა, რომელნი გმობდეს მისა მიმართ. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელისაცა სიტყუაჲ აჴსენა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ეწამების შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა.
ხოლო ვითარ თქუა, თუ: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე“? არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავს, რამეთუ ჩუენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელსქმნილნი პირველ, ხოლო აწ შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ვნებითა მით უვნებელისაჲთა.
რამეთუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი ოცდამეერთე ფსალმუნი, ქრისტესთჳს თქუმული. ჩუენისა ამის ბუნებისა მაგიერთა სიტყუათა ქრისტეს მიერ იტყჳს, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩუენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩუენდა და უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყუარებასა მისსა!
„და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა...
...შენდა, რომელ მტერთა სათნოებისათა უჩუენებ სათნოებასა შენსა და არა ღმერთსა, წყაროსა მას და მოძღუარსა სათნოებისასა, და წმიდათა მისთა მუშაკთა მათ და ტრფიალთა სათნოებისათა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ღაღადებს: „შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმაჲ ჩემი აღვასრულო წინაშე მოშიშთა შენთა“; რამეთუ ეკლესიაჲ შესაკრებელად გამოითარგმანების, ხოლო შესაკრებელი დიდი დღე იგი განკითხვისაჲ არს, ოდეს ფრიადი კრებული ანგელოზთა და კაცთაჲ ერთბამად წარმოდგენ. ნეტარ არს უკუე, რომლისა ქებაჲ მაშინ იქმნას ღმრთისაგან წინაშე მოშიშთა მისთა, რამეთუ მან დაიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ. ამისთჳს გევედრები, მუშაკნო სათნოებისანო, ნუ კაცთათჳს, არამედ ღმრთისათჳს იყავნ შრომაჲ თქუენი; ნუ კაცთათჳს ჰმორჩილობთ ღმერთსა, არამედ ღმრთისათჳს - კაცთა. რამე-თუ უკუეთუ კაცთათჳს იქმოდით სათნოებათა, სწორ ხართ არამოქმედთასა, რამეთუ ვითარცა იგინი არაქმნითა ურჩ ექმნებიან ღმერთსა, ეგრეთვე თქუენ - ურჩულოდ და უწესოდ ქმნითა; არამედ რჩულიერად იღუაწეთ, რაჲთა რჩულიერადცა გჳრგჳნოსან იქმნეთ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა...