...ს თვალწინ ეხატებოდეთ. რომ ეს ნათელი იყოს შენთვის, ისმინე, როგორ ნეტარი დავითი, ამდენი თაობით ადრე, ქრისტეს ჯვარცმის ვნებათა შესახებ წინასწარმეტყველებს და ღაღადებს: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი" (), და კიდევ: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის" (). ხედავ, როგორ იმაზე, რაც მრავალი დროის შემდეგ უნდა მომხდარიყო, უკვე მომხდარს როგორც მოგვითხრობს? ისევე, ეს ნეტარი წინასწარმეტყველი (მოსეც), ცოლის შექმნაზე გვანიშნებს რა, იგავურად ამბობს: „და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა". შემდეგ კი უფრო ნათლად ამბობს: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი". შეხედე, რა ზედმიწევნითობას იყენებს და არაერთხელ იმეორებს ერთსა და იმავეს, რათა მისი სიტყვები მსმენელთა გონებაში ფესვი გაიდგას. ამის მიზანი რომ არ ჰქონოდა, საკმარისი იქნებოდა ეთქვა: „და შექმნა ღმერთმან კაცი". მაგრამ ის ამატებს: „სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი". ადრეც გვიჩვენა, რას ნიშნავს „ხატებისაებრ", და აი, ახლა იმავე სიტყვას იმეორებს და ამბობს: „ხატად ღმრთისა შექმნა იგი". რათა ყველაზე მცირე საბაბიც არ დაეტოვებინა მათთვის, ვისაც საეკლესიო მოძღვრება...
ფსალმუნნი 21:19
ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...24); იხილე, ვითარ ყოვლით კერძო წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებოდეს, და ესე პირველითგან თქუმულ იყო. ხოლო შენ გიკჳრდინ წინაჲსწარმეტყუელისა სიბრძნით თქუმაჲ ყოვლისაჲვე, არა თუ, ვითარმედ: „განიყვეს“ ოდენ, არამედ ვითარმედ: „წილი განიგდეს კუართსა ზედა“. ; ; ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ზეით მოქსოვილ“, არა ცუდად არს, არამედ ვჰგონებ, თუ იგავი არს, რომელი მოასწავებს, ვითარმედ არა ლიტონი ოდენ კაცი იყო ჯუარს-ცუმით, არამედ ზეცითცა ღმრთეებაჲ აქუნდა, რომელ-იგი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უვნებელად ეგო და განუკუეთელად, ხოლო ჴორცთა ბუნებამან ივნო და მოიწყლა. და კუალად ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ სახესა მასცა სამოსლისასა მოასწავებს მახარებელი, რამეთუ პალესტინეს ორთა სამოსელთა შეაერთებენ და მოჰქსოვენ ერთად და შეიქმან მას კუართად და უწოდენ მას ზეით მოქსოილად. და თქუა იგი მახარებელმან, რაჲთამცა მოასწავა უნდოებაჲ იგი მისი, რამეთუ ეგევი-თარი იგი კუართი უნდოჲ არს, რომელი-იგი სახჱ იყო პირველთქუმულისა მის სიტყჳსაჲ, რომელი ვთქუთ ამისთჳს ზეით მოქსოვილისა.
და მჴედარნი...
...ლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,27-36).
„ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ ვინ-მე უძლოს თხრობად მიუწთომელსა მას და გამოუთქუმელსა უფსკრულსა სახიერებისა მისისასა? ვინ-მე გულისჴმა-ყოს გარდარეული იგი ბუნებათა უაღრესი კაცთა მიმართ სიყუარული მისი, რომელმან ცხორებისათჳს ჩუენისა ესოდენნი შეურაცხებანი და ვნებანი დაითმინნა, რაჲთა ჩუენ უვნებელობაჲ მოგუცეს და მონებისაგან ეშმაკისა განგუათავისუფლნეს? რამეთუ ესერა გესმა, რაჲ-ესე აღმოვიკითხეთ დღეს წმიდასა სახარებასა შინა. მე მესმა, ძმანო, და განვცჳბრდი, განკჳრდა გონებაჲ ჩემი, და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს, და მოწყალესა მას და კაცთმოყუარესა მეუფესა თაყუანის-ვეც და მადლობაჲ შევსწირე, რამეთუ სხუაჲ სიტყუაჲ არარაჲ მაქუნდა.
ჵ საკჳრველი ესე საქმე! ვითარ შეთქუმილებით ყოველთა შორის მაშინ ეშმაკი იხარებდა. რამ...