მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 21:18

17. რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;18. განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,19. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
ფსალმუნნი თავი 21
18. განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

...კრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“; და კუალად ჯუარ-ცუმისათჳს და სიცბილისათჳს მჴედართაჲსა თქუა: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილს-იგდებდეს“. და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.

ვინაჲთგან უკუე წინაჲსწარმეტყუელნი პირველ ესოდენთა წელთა ყოველსავე ესრეთ უცთომელად ქადაგებდეს, უმეტესისა ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა ვითარ ვინ უძლოს თქუმად, თუ უმეცარ იყო? ესე სიტყუაჲ ყოვლადვე შეუწყნარებელ არს. სარწმუნო არს უკუე და ჭეშმარიტ ზემოწერილი იგი სიტყუაჲ, რამეთუ ურწმუნოებისა მისთჳს მოწაფეთა თჳსთაჲსა მიავლინნა იოვანე უფლისა, რაჲთა უკუეთუ იყოს მათ თანა ნაწილი ცხორებისაჲ, ჰრწმენეს მისი, იხილნეს რაჲ სასწაულნი იგი ცნობისა უაღრესნი და ესმეს სწავლაჲ იგი ღმრთივშუენიერი; მათისა უკუე მისლვისათჳს იჩემა ნათლისმცემელმან სახე იგი კითხვისაჲ. ხოლო მან ყოველივე ჭეშმარიტებით იცოდა.

სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა

ხოლო შენ, საყუარელო, გიკჳრდინ და ადიდებდი მიუთხრო...

სრულად ნახვა