მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 2:1

1. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?2. შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
ფსალმუნნი თავი 2
1. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

...ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. და კუალად პირველ მისსა დავით შემდგომითი შემდგომად წარმოიტყოდა ვნებისათჳს ქრისტესისა: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი, და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“; და კუალად ჯუარ-ცუმისათჳს და სიცბილისათჳს მჴედართაჲსა თქუა: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილს-იგდებდეს“. და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.

ვინაჲთგან უკუე წინაჲსწარმეტყუელნი პირველ ესოდენთა წელთა ყოველსავე ესრეთ უცთომელად ქადაგებდეს, უმეტესისა ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა ვითარ ვინ უძლოს თქუმად, თუ უმეცარ იყო? ესე სიტყუაჲ ყოვლადვე შეუწყნარებელ არს. სარწმუნო არს უკუე და ჭეშმარიტ ზემოწერილი იგი სიტყუაჲ, რამეთუ ურწმუნოებისა მისთჳს მოწაფეთა თჳსთაჲსა მიავლინნა იოვანე უფლისა, რაჲთა უკუეთუ იყოს მათ თანა ნაწილი ცხორებისაჲ, ჰრწმენეს მისი, იხილნეს რაჲ სასწაულნი იგი ცნობისა უაღრესნი...

სრულად ნახვა