მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 18:8

7. ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.8. შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი.9. სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 18
8. შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. მცნებათა მარადიულობა და ახალი აღთქმა:

...ამიტომ მეთვრამეტე ფსალმუნშიც, როცა ეს ორი ნაწილი განყო, დასაწყისში ამბობდა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“ (); ხოლო შუაში რომ მივიდა და ქმნილების შესახებ სიტყვა დაასრულა, დაურთო: „შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა“ (); „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (). ასევე აქაც, როცა თქვა მის საკვირველებებსა, სასწაულებსა და საქმეებზე, სიტყვა მცნებათა საკითხზე გადააქვს და ასე ამბობს: „სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით“ (). „ყველანი“ უბრალოდ კი არ თქვა, არამედ მცნებათა მრავალგვარობას რომ გულისხმობდა, ეს სიტყვა ამიტომ დასვა.

მცნებებია ქმნილებისაც, რომლებსაც მთელი ქმნილება იცავს: მზე და მთვარე, დღე და ღამე, ვარსკვლავები და მიწისა და ბუნების სვლა. მცნებებია ისინიც, რომლებიც ბუნებას დასაბამიდან მიეცა...

სრულად ნახვა