მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 18:6

5. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.6. მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.7. ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
ფსალმუნნი თავი 18
6. მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:

...რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ ვითარცა საშოჲ დედისაჲ არს ჩჩჳლისა საყოფელ და მზრდელ, ეგრეთვე წყალი საშოჲ არს, მზრდელი მორწმუნისაჲ, რომელი ნათელ-იღებდეს. რამეთუ ვითარცა-იგი თქუმულ არს მზისათჳს, ვითარმედ: „ვითარცა სიძჱ გამოვალნ სასძლოჲთ თჳსით“, ესევე ჯერ-არს თქუმად მორწმუნეთათჳს ნათელღებულთა, აღმო-რაჲ-ვიდოდიან წყლისაგან, რამეთუ ფრიად უმეტესი ბრწყინვალებაჲ აქუს მათ, ვიდრე მზესა. გარნა რომელი-იგი საშოსა შინა იშვებოდის, ჟამისა სიგრძე უჴმს, ხოლო წყალსა შინა არა ესრეთ, არამედ წამსა შინა იქმნების ყოველივე, რამეთუ სადა-იგი მოკუდავი არს ცხორებაჲ და ჴრწნილებისაგან არს დაწყებაჲ, მუნ ჟამისა სიგრძე საჴმარ არს, რამეთუ ესრეთ არს ჴორციელი საქმჱ, ჟამისა სიგრძესა სრულ იქმნების, არამედ სულიერი არა ესრეთ არს.

გარნა ვინაჲთგან ნიკოდემოს ამათ ესევითართა სიტყუათა ზედა შეძრწუნებულ იყო, იხილე, ვითარ გამოუცხადებს მას სიდიდესა მას საიდუმლოჲსასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორც არს, და შობილი იგი სულისაგან სულ არს“. სრულიად შორს-ჰყოფს მას ჴორციელთაგან, რაჲთა არღარა თუალითა ჴორციელითა ეძიებდეს საქმეთა მათ ხილვად, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: არა ჴორცთათჳს, არამედ სულისათჳს ვიტყჳ, ჵ...

სრულად ნახვა