..., ვითარმედ: „გულისსათქუმელ არიან იგინი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა და უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა გოლეულისა“. არამედ მათთჳს არს ესე ესრეთ, რომელთა გონებაჲ წმიდად მხედველ არს. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „მონამან შენმან იცვნეს იგინი“; და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „ტკბილ არიან სასასა ჩემსა უფროჲს თაფლისა სიტყუანი შენნი“, და კუალად იტყჳს: „უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“, რამეთუ მრთელ იყო გონებაჲ მისი. ამისთჳს უკუე ჩუენცა ნუმცა უძლურნი სულითა მოუჴდებით სიტყუათა ამათ, არამედ განვიკურნნეთ სულნი ჩუენნი და ესრეთ ვისმენდეთ, რამეთუ ამისთჳს ვთქუენ მრავალნი ესე სიტყუანი და არღარა მითქუამს მისთა სიტყუათაგანი, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან ყოველი სახე უძლურებისაჲ განსდევნოთ და, ვითარცა ცად შემავალნი, ესრეთ შემოხჳდეთ წმიდად ყოვლისაგან ვნებისა და ზრუნვისა.
რამეთუ უკუეთუ არა ესრეთ კეთილად განიწმიდნეთ სულნი თქუენნი, ვერაჲ ირგოთ ამიერ. და ნუვინ იტყჳნ, თუ: ვითარ შეუძლო ქმნად ამის საქმისა მეყსა შინა? რაჲ არს უბოროტეს ავაზაკობისა? არამედ იხილეთ, ავაზაკი იგი ვითარ სათნოებასა მიიწია მეყსა შინა და სამოთხისა მკჳდრად გამოჩნდა, რომ...