...თანა დაუწყებელ, არამედ დასაბამსავე სოფლისასა ქმნულ არიან უხილავად, არამედ ხილულთა ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების უხილავობაჲ მათი, ესე იგი არს გონებითა გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა () დ[... ...ხოლო]დ სახილველობითა ოდენ, რაჲთა, რაჟამს ცაჲ იხილო, უეჭუელად გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არიან მას შინა ღმრთისმსახურნი და ესრეთ, ხილულისა მისგან დაბადებულისა უხილავნი იგი ძალნი გონებითა იხილნე, და ესრეთ, ხილულთა მიერ და უხილავთა განისწავლო ცნობად დამბადებელისა. და ამათისა დაწყებულობისა და რომელთამე განხრწნადობისაგანცა გეუწყოს მისი დაუსაბამოჲ და სამარადისოდ დაუსრულებელი ძლიერებაჲ, ღმრთისა ყოველთა მცვალებელსა და თჳთ ყოველსავე მინა უცვალებელისაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მგებელ, რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას გინა ჰმადლობდეს (1,20-21).
თარგმანი: ესე არა ამისთჳს ყო ღმერთმან, რაჲთა სიტყუაჲ მიუღოს მათ, არამედ ამისთჳს, რაჲთა...