...ნებით დამბადებელი.
მოციქულისაჲ: მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ (1,3).
თარგმანი: ესე ყოველსა ადგილსა ჩუეულებად აქუს წმიდათა, რაჲთა ჟამსა მას მათ ზედა ქმნილისა ქველის-მოქმედებისაებრ სახელ-სდებდენ ღმერთსა, ვითარ-იგი დავით ჟამსა მბრძოლთა ძლევისასა თქუა: "შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო" (), და რაჟამს გონებისა დამაბნელებელთა არმურთაგან იჴსნა, მაშინ თქუა: "უფალი ნათელ ჩემდა" (); ეგრეთვე — აწ მოციქული, გამოიჴსნა რაჲ განსაცდელთაგან, არარაჲსა სხჳსათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განამრავლოს ქადაგებაჲ ქრისტესი. ხოლო იგი სიმდაბლითა გონებისაჲთა ამას მიზეზსა დაიდუმებს, და წყალობათა ოდენ ღმრთისათა მიაჩემებს მიზეზსა ჴსნისა თჳსისასა, ვითარმედ: არათუ ღირს რაჲმე ვიყავ და ამისთჳს ვიჴსენ, არამედ თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა, მოწყალებათა მისთათჳს მიჴსნა და ნუგეშინის-მცა.
მოციქულისაჲ: რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა (1,4).
თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას ებისტოლესა შინა აღეთქუა კორინთელთადა მისლვაჲ მათდა, ამისთჳს აწ მადლობისაგან ღმრთისა აუწყებს მათ მიზეზსა დაყოვნებისასა, ვითარმედ ჭირთა შინა იყო და აწღა გამოიჴსნა. ხოლო არა იტყჳს სრულიად გამოჴსნასა, რამეთუ უწყის სარგებელ...