მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 17:1

1. დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.2. შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.
ფსალმუნნი თავი 17
1. დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით“ (6,32).:

...ხოლო აწ აქა მამასა აჴსენებს, რაჲთა სცნა შენ, თუ რაზომ იყო სამარიტელისა მის სარწმუნოებაჲ, და რაზომ იყო ჰურიათა მათ უძლურებაჲ. ხოლო მანანაჲ ვინაჲთგან ღრუბელთაჲთ იყო და არა ზეცით, ვითარ ზეცისად ეწოდების? გარნა ვითარცა „მფრინველნი ცისანი“ ითქუმიან, რომელნი-იგი ჰაერთა შინა ფრინვენ, და „ქუხდა უფალი ცით გამო“, ეგრეთვე არს ესე. ხოლო „პურად ჭეშმარიტად“ უწესს მას, არა თუ რამეთუ ტყუვილ იყო საკჳრველებაჲ იგი მანანაჲსაჲ, არამედ რამეთუ სახჱ იყო ჭეშმარიტებისა მომასწავებელი და არა თჳთ ჭეშმარიტება. ხოლო მოსე რაჲ აჴსენა, არა თავი თჳსი თქუა ნაცვალად მისა, რამეთუ არღა პატივს-სცემდეს მას უფროჲს მოსჱსა, არამედ ჯერეთ მისთჳს უმეტესი დიდებაჲ აქუნდა. ამისთჳსცა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „არა მოსე მოგცა?“ არა შესძინა, თუ: მე მოგცემ, არამედ მის წილ მამასა იტყჳს მომცემელად. არამედ მათ ესმა რაჲ, თქუეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომეც ჩუენ პური ესე ჭამად“ (6,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ხილულსა რასმე საქმესა ჰგონებდეს ყოფად და მუცლისა აღმოვსებად მოელოდეს და ამისთჳს ადრე მირბიოდეს საქმისა მის მიმართ, ხოლო ქრისტესა ენება გონებათა მათთა სიმაღლედ აღყვანებად მცირედ-მცირედ. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: „პური ღმრთისაჲ არს, რომელი მომავალ არს ზეცით და ცხორებასა მოსცემს სოფელს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).:

...ლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაჲ და ჴმაჲ სასტიკებისაჲ“. ; (19,16,18) და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს რისხვისა მისისათჳს, ვითარმედ: „ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა“. ხოლო აქა ვინაჲთგან არა შეშინებაჲ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთჳს ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა - ნათელი თუალთშეუდგამი და ჴმაჲ სიხარულისაჲ.

პეტრე იტყოდა, ვითარმედ: „ვქმნეთ სამ ტალავარ“, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა - ტალავარი ჴელითუქმნელი - მოჰფინა და ძე იგი საყუარელი წამა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“.

ხოლო ჴმაჲ ესე რაჲ ისმა, რაჲთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე სხჳსა ვისმე მათგანისა იყო ჴმაჲ იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთჳს არს, ამისთჳს მოწევნასა მას ჴმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს, და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მხოლოჲ იხილვა, და ჴმაჲ იგი ღა-ღადებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“. ვინაჲთგან პირველცა გამოუცხადა პეტრეს უხილავად მამამან ძე იგი საყუარელი და თანაარს...

სრულად ნახვა