...ისაგან განუყოფელი სიტყუაჲ გუაქუნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“.
ამისთჳს კუართსაცა ზედა წილ-იგდეს, და არა დააყენნა უფალმან, რაჲთა ნაწილ ჩუენდა იყოს ქრისტე, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა“.
და ამისთჳს არა სხუასა ადგილსა ჯუარს-ეცუა, არამედ თხემისა ადგილსა, სადა-იგი თქუმულ არს პირველთა ჟამთაგან, ვითარმედ საფლავი იყო ადამ მამისა ჩუენისაჲ. რამეთუ შემდგომად სამოთხით გამოსლვისა, მო-რაჲ-კუდა, მას ადგილსა დაეფლა. ამისთჳს ჯერ-იჩინა უფალმან მას ადგილსა მიღებაჲ სიკუდილისაჲ, სადა-იგი მიიღო სიკუდილმან დასაბამი უფლებისა თჳსისაჲ, რაჲთა დაჴსნაჲცა მისი მასვე ადგილსა იქმნას, და რაჲთა მუნ განაქარვოს ცოდვაჲ ადამისი და ესრეთ აღიღოს იგი ყოვლისავე ნათესავისა მისისაგან.
და ვინაჲთგან ესმა ადამს: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე“, ამისთჳს მასვე ადგილსა დაიდვა უფალი, რაჲთა პოოს მუნ ადამი და იჴსნას წყევისაგან. და მის წილ, თუ: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიხჳდე“, ჰრქუა მას: „განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. აღდეგ და შემომიდეგ მე, რა...