მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 15:10

9. ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.10. რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.11. მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.
ფსალმუნნი თავი 15
10. რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი. ხოლო რომელი-იგი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი (13,36-37).:

...რულებელად.

რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი. ხოლო რომელი-იგი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი (13,36-37).

თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი დავითის თქუმული იყო, ვითარმედ "არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (), რაჲთა არა თქუან ჰურიათა, ვითარმედ ეგე თავისა თჳსისათჳს უთქუამს დავითს, ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, "რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა განზრახვასა ღმრთისასა და დაიძინა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი". ესე იგი არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით ცხად არს ქრისტესთჳს თქუმულთბაჲ განსახრწნელისა არა ხილვისაჲ, და ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს იტყოდა დავით სიტყუასა ამას, რამეთუ დავით მას ერთსა ოდენ ნათესავსა შინა ცოცხალ იყო, და ამისსა შემდგომად ჰმსახურა ღმრთივ დადებულთა ბუნებითთა შჯულთა სიკუდილისათა, და შეისუენა და იხილა განსახრწნელი. ხოლო ქრისტე, რომელი-იგი ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა ღმრთისა მიერ მამისა აღდგინებულად ითქუმის, არა იხილა განსახრწნელი ჟამსა მას სიკუდილისა თჳსისასა, რამეთუ დაღაცათუ მოკუდა ბუნებითა ჴორცთაჲთა, არამედ ეგრეთცა შეუხებელად დაიცვნა ხრწნილებისაგან სული და ჴორცნი თჳსნი.

##...

სრულად ნახვა
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს (15,3-4).:

...ეთი. ხოლო უკუეთუ სიტყჳთ გნებავს, გესმოდენ ესაიაჲსი, ვითარმედ: "აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი" (), და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებათაგან და ჩუენებად მისსა ნათელი; და დავითისგან — "არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (). ესრეთ უკუე მოციქული ზოგად ორთა წვალებათა წინა-აღუდგების სიკუდილითა უკუე და დაფლვითა — საოცარ მყოფელთა განგებულებისათა, და აღდგომითა — ურწმუნო-ქმნილთა გუამთა აღდგომისათა, რამეთუ აღდგომაჲ უფლისაჲ პირმშოჲ და დამამტკიცებელი არს ყოფადისა მის გუამთა აღდგომისაჲ, და ორივე ესე დაუმტკიცებიეს წამებითა წმიდათა წერილთაჲთა.

მოციქულისაჲ: და რამეთუ ეჩუენა კეფას (15,5).

თარგმანი: დაღაცათუ სახარებაჲ მარიამის ჩუენებასა იტყჳს პირველ, არამედ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ მამათათჳს არს, რომელთაგანსა პირველად პეტრეს ეჩუენა, ვითარცა თავსა მოწაფეთა კრებულისასა.

მოციქულისაჲ: და მერმე ათორმეტთა მათ (15,5).

თარგმანი: საძიებელ არს, თუ ვითარ ათორმეტ უწოდს მათ, რომელთა თანა ჯერეთ მაშინ არღა აღრიცხულ იყო მატათია.

ჳკუმენისი: ვიტყჳთ უკუე საძიებელისა ამისთჳს, ვითარმედ: ანუ წინაჲსწარმცნობელითა თუალითა მხედველმან ათორმეტთა თანა აღრიცხუვისა მისისამან თჳსაგან...

სრულად ნახვა