მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 148:6

5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
ფსალმუნნი თავი 148
6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.
ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ ().

1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება

წმინდანებს, დიდი მადლიერების გამო, ასეთი ჩვეულება აქვთ: როცა ღმრთისადმი მადლობის აღვლენას აპირებენ, მრავალს უხმობენ ქების თანამოზიარეებად და სთხოვენ, მათთან ერთად ჩაეჭიდონ ამ კეთილ მსახურებას. ესვე გააკეთეს სამმა ყრმამაც: როცა სახმილში იყვნენ, მთელი ქმნილება მოუწოდეს, რათა მათთვის აღსრულებული კეთილისყოფის გამო ქება აღევლინა და ღმერთი ეგალობა. ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის