მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 148:4

3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს
ფსალმუნნი თავი 148
4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სამყაროს ბუნება და ცათა რიცხვის საკითხი (1:6-7):

...ყაროს, რომელიც წყლებს შორის გაყოფას ახდენს, ცა უწოდა. ამგვარი ახსნის შემდეგ, ვინ შეიძლება დაეთანხმოს მათ, ვინც თავისი გონებიდან ლაპარაკობს გადაჭრით და ბედავს, საღვთო წერილის საწინააღმდეგოდ, ამტკიცოს, რომ მრავალი ცა არსებობს? მაგრამ, იტყვიან, ნეტარმა დავითმა, ღვთის საქებრად, თქვა: „აქებდით მას ცანი ცათანი" (). ნუ შეშფოთდები, საყვარელო, და ნუ იფიქრებ, თითქოს საღვთო წერილი რაიმეში თავის თავს ეწინააღმდეგება; არამედ იცოდე ნათქვამის ჭეშმარიტება და, ბეჯითად დაიცავ რა მისი სწავლება, ყური დაუხშე მათ, ვინც მის საწინააღმდეგოს ლაპარაკობს.

4. ებრაული ენა და ცის სახელწოდების განმარტება (1:8)

ის, რისი თქმაც მე მინდა, სრული ყურადღებით მოისმინეთ, რათა მაშინვე არ გაგარყიონ მათ, ვისაც უყვარს ლაპარაკი იმისა, რაც მოეპრიანებათ. ძველი აღთქმის ყველა საღვთო წიგნი თავდაპირველად ებრაულ ენაზე იყო დაწერილი; ამაში, რა თქმა უნდა, ყველა დაგვეთანხმება. ქრისტეს შობამდე არცთუ მრავალი წლის წინათ, მეფე პტოლემეოსმა, რომელიც დიდი მოშურნეობით ცდილობდა წიგნების შეგროვებას და მრავალი სხვადასხვა სახის წიგნი შეაგროვა, საჭიროდ მიიჩნია ამ (საღვთო) წიგნების მოპოვებაც. ამიტომ იერუსალიმიდან რამდენიმე იუდეველი მოიწვია და დაავალა მათ ეთარგმნათ (ეს წიგნები) ბერძნულ ენაზე, რაც...

სრულად ნახვა