მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 148:13

12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,13. რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;14. და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნნი თავი 148
13. რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;
ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ ().

1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება

წმინდანებს, დიდი მადლიერების გამო, ასეთი ჩვეულება აქვთ: როცა ღმრთისადმი მადლობის აღვლენას აპირებენ, მრავალს უხმობენ ქების თანამოზიარეებად და სთხოვენ, მათთან ერთად ჩაეჭიდონ ამ კეთილ მსახურებას. ესვე გააკეთეს სამმა ყრმამაც: როცა სახმილში იყვნენ, მთელი ქმნილება მოუწოდეს, რათა მათთვის აღსრულებული კეთილისყოფის გამო ქება აღევლინა და ღმერთი ეგალობა. ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის