მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 148:12

11. მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,13. რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;
ფსალმუნნი თავი 148
12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,
ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ ().

1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება

წმინდანებს, დიდი მადლიერების გამო, ასეთი ჩვეულება აქვთ: როცა ღმრთისადმი მადლობის აღვლენას აპირებენ, მრავალს უხმობენ ქების თანამოზიარეებად და სთხოვენ, მათთან ერთად ჩაეჭიდონ ამ კეთილ მსახურებას. ესვე გააკეთეს სამმა ყრმამაც: როცა სახმილში იყვნენ, მთელი ქმნილება მოუწოდეს, რათა მათთვის აღსრულებული კეთილისყოფის გამო ქება აღევლინა და ღმერთი ეგალობა. ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის