მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 145:3

2. აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.3. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ.4. გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
ფსალმუნნი თავი 145
3. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ.
ფსალმუნი 145-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.“ ().

1. ადამიანურ მფარველობაზე უარისყოფა და ღმრთის სასოება

სადაც დაასრულა, იქიდანვე კვლავ იწყებს, ქებითა და ქების აღვლენით. რადგან ასეთი რამ სულს მცირედ როდი განწმენდს. ქებას კი უწოდებს იმას, რასაც განუწყვეტლივ ვამბობ: საქმეებით აღვლენილ ქებას; ამასვე ქრისტეც ამბობს: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (). და კვლავ პავლე ამბობს: „ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა“ (). და როგორც წინა ფსალმუნში ამბობდა: „ყოველსა დღესა გაკურთხო შენ“ (), ასევე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის