მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 143:6

5. უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ, შეახე მთათა და კუმოდიან.6. გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნენ იგინი.7. გამოავლინე ჴელი შენი მაღლით, მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა,
ფსალმუნნი თავი 143
6. გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნენ იგინი.
ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.“ ().

1. ღმრთის შეწევნა ბრძოლასა და მმართველობაში

რას ამბობ? ნუთუ ღმერთია ბრძოლების, შერკინებისა და საბრძოლო წყობის მოძღვარი? დიახ, სწორედ ასეა; და არც შემცდარა ის, ვინც ამ საქმეებში გამარჯვებასაც ღმერთს მიაწერს. რადგან ეს არის: „რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა“ (). ესე იგი, ის, ვინც გვაძლევს მტრებზე გამარჯვებას, მათ ძლევას და ძლევის ნიშნის აღმართვას. რადგან მაშინაც, როცა დავითმა გოლიათი დასცა, გამარჯვების მიზეზი ღმერთი იყო; და მაშინაც, როცა დავითმა მრავალი ბრძოლა წარმატებით აღასრულა, ძლევის ნიშნები აღმართა და ზოგი მტრული ქალაქი მთელი მოსახლეობით აიღო, სწორედ ღმერთმა მისცა მას ძლევა. ამიტომაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის