„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.“ ().
1. ღმრთის შეწევნა ბრძოლასა და მმართველობაში
რას ამბობ? ნუთუ ღმერთია ბრძოლების, შერკინებისა და საბრძოლო წყობის მოძღვარი? დიახ, სწორედ ასეა; და არც შემცდარა ის, ვინც ამ საქმეებში გამარჯვებასაც ღმერთს მიაწერს. რადგან ეს არის: „რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა“ (). ესე იგი, ის, ვინც გვაძლევს მტრებზე გამარჯვებას, მათ ძლევას და ძლევის ნიშნის აღმართვას. რადგან მაშინაც, როცა დავითმა გოლიათი დასცა, გამარჯვების მიზეზი ღმერთი იყო; და მაშინაც, როცა დავითმა მრავალი ბრძოლა წარმატებით აღასრულა, ძლევის ნიშნები აღმართა და ზოგი მტრული ქალაქი მთელი მოსახლეობით აიღო, სწორედ ღმერთმა მისცა მას ძლევა. ამიტომაც...