მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 143:10

9. ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ,10. რომელმან მისცა ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსნა, დავით, მონა თჳსი, მახჳლისაგან ბოროტისა.11. მიჴსენ და განმარინე მე ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუისა.
ფსალმუნნი თავი 143
10. რომელმან მისცა ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსნა, დავით, მონა თჳსი, მახჳლისაგან ბოროტისა.
ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.“ ().

1. ღმრთის შეწევნა ბრძოლასა და მმართველობაში

რას ამბობ? ნუთუ ღმერთია ბრძოლების, შერკინებისა და საბრძოლო წყობის მოძღვარი? დიახ, სწორედ ასეა; და არც შემცდარა ის, ვინც ამ საქმეებში გამარჯვებასაც ღმერთს მიაწერს. რადგან ეს არის: „რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა“ (). ესე იგი, ის, ვინც გვაძლევს მტრებზე გამარჯვებას, მათ ძლევას და ძლევის ნიშნის აღმართვას. რადგან მაშინაც, როცა დავითმა გოლიათი დასცა, გამარჯვების მიზეზი ღმერთი იყო; და მაშინაც, როცა დავითმა მრავალი ბრძოლა წარმატებით აღასრულა, ძლევის ნიშნები აღმართა და ზოგი მტრული ქალაქი მთელი მოსახლეობით აიღო, სწორედ ღმერთმა მისცა მას ძლევა. ამიტომაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის