მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 143:1

1. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.2. წყალობაო ჩემო და შემწეო ჩემო, და მჴსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.
ფსალმუნნი თავი 143
1. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.
ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.“ ().

1. ღმრთის შეწევნა ბრძოლასა და მმართველობაში

რას ამბობ? ნუთუ ღმერთია ბრძოლების, შერკინებისა და საბრძოლო წყობის მოძღვარი? დიახ, სწორედ ასეა; და არც შემცდარა ის, ვინც ამ საქმეებში გამარჯვებასაც ღმერთს მიაწერს. რადგან ეს არის: „რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა“ (). ესე იგი, ის, ვინც გვაძლევს მტრებზე გამარჯვებას, მათ ძლევას და ძლევის ნიშნის აღმართვას. რადგან მაშინაც, როცა დავითმა გოლიათი დასცა, გამარჯვების მიზეზი ღმერთი იყო; და მაშინაც, როცა დავითმა მრავალი ბრძოლა წარმატებით აღასრულა, ძლევის ნიშნები აღმართა და ზოგი მტრული ქალაქი მთელი მოსახლეობით აიღო, სწორედ ღმერთმა მისცა მას ძლევა. ამიტომაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის