მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 141:6

5. ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.6. ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.7. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად: მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.
ფსალმუნნი თავი 141
6. ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
ფსალმუნი 141-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე“ ().

1. მხურვალე ლოცვა და ჭირის სარგებელი

ხედავ, როგორ აკეთებს ამას ყველგან, როგორ იწყებს სწორედ ამ დასაწყისით და როგორ ამბობს აქ მეორედ „ჴმითა“ და „ჴმითა“ ()? ამას უბრალოდ კი არ აკეთებს, არამედ იმისათვის, რომ გაორებით ორი რამ გვასწავლოს: მოშურნეობის სიმხნევე და გონების დაძაბულობა; ამასთანავე კი იმასაც, რომ ხმა თვით მლოცველის უნდა იყოს. რადგან ყველანი არც ხმით ღაღადებენ, არც ღმრთის მიმართ და არც საკუთარი ხმით. საჭიროა, რომ ეს ყოველივე ერთად შეიკრიბოს. ვინც მტრების წინააღმდეგ ღაღადებს, ადამიანის ხმას კი არ გამოსცემს, არამედ მხეცისა და გველის ხმას. ვინც უდებობს და არ უსმენს იმას, რასაც თვითონ ამბობს, იგი ღმრთის მიმართ არ ღაღადებს, არამედ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის