მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 138:19

18. აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ.19. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.20. რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა ქალაქნი შენნი.
ფსალმუნნი თავი 138
19. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 139-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ცრუ ენათა ბრძოლა და მახეები:

...ამიტომ, წინა ფსალმუნის ბოლოს, როცა მათ და მათთან თანაზიარობას გაექცა, აქ უკვე ღვთისაგან შეწევნას ითხოვს. რადგან იქ მან თავისი მხრიდან სათქმელი წარმოთქვა და თქვა: „კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა;“ (); აქ კი ღმერთს ევედრება, მათი ბოროტებისაგან იხსნას. რადგან ასეთი კრებულებისაგან ხსნა და ბოროტებთან თანაზიარობისაგან რაც შეიძლება შორს დამკვიდრება უსაფრთხოების, უშიშრობის, თავისუფლებისა და ყოველგვარი სიამის მხრივ უბრალო რამ კი არ არის, არამედ უდიდესი კეთილდღეობაა. შემდეგ, როცა მათი ბოროტება აღწერა, დაურთავს და ამბობს: „რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;“ (). ხედავ, როგორი ძნელად დასაცავია თავი ამ მხეცთაგან: ისინი გონებაში ბოროტებას ხარშავენ და თავიანთ მზაკვრობას დაფარულ სიღრმეებში მალავენ. რადგან ამბობს: „რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა“ (

სრულად ნახვა