მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 137:3

2. რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა. და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაჲ შენი.3. რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა.4. აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი,
ფსალმუნნი თავი 137
3. რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა.
ფსალმუნი 137-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().

1. მადლიერება ტაძარში და სულის განმტკიცება

ამის შესახებ თქვენთან მრავალგზის მისაუბრია. ამიტომ ამას გვერდს ავუვლით და მის მომდევნოზე გადავალთ. რას ნიშნავს ეს: „და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ“ ()? ეს სხვა განმმარტებელმა ასე თქვა: „კადნიერებით, ღმერთო, გიგალობებ შენ.“1 სხვა კი ამბობს: „ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ“ (). ამრიგად, თუ იგი ზეცებში მყოფ ანგელოზებს გულისხმობს, ნათქვამის აზრი ასეთია: თავს ვაიძულებ, ანგელოზებთან ერთად ვიგალობო, მათთან შეჯიბრებას შევეცდები და ზენა ძალებთან ერთად ქოროში ჩავდგები. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის