მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 136:8

7. მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!9. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაჲ
ფსალმუნნი თავი 136
8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!
ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().

1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა

დიდია ამ კაცებში ქალაქის მონატრება, დიდია დაბრუნების წადილი. რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელში ჰქონდათ, კეკლუცობასა და შეურაცხყოფაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა მათგან განიდევნენ, მაშინღა ჩავარდნენ ნატვრაში. ამიტომაც განდევნა ისინი, რათა უფრო დიდ მონატრებამდე აეყვანა. ღმერთს ეს მრავალ ადგილას სჩვევია. რადგან, როცა მის სიკეთეებში ნებიერად ვცხოვრობთ და მათ ვერ ვგრძნობთ, იგი ამ სიკეთეთა უდაბურობაში გვაყენებს, რათა მოკლებამ გონს მოგვიყვანოს და კვლავ მათი ტკბობა მოვიძიოთ. და რის გამო ისხდნენ მდინარეთა პირას? რადგან ტყვეები იყვნენ და მტრული ქვეყნიდან იყვნენ წამოყვანილნი, კედლებსა და ქალაქებს გარეთ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის