მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 136:7

6. აექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიჴსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალჱმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.7. მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!
ფსალმუნნი თავი 136
7. მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!
ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().

1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა

დიდია ამ კაცებში ქალაქის მონატრება, დიდია დაბრუნების წადილი. რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელში ჰქონდათ, კეკლუცობასა და შეურაცხყოფაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა მათგან განიდევნენ, მაშინღა ჩავარდნენ ნატვრაში. ამიტომაც განდევნა ისინი, რათა უფრო დიდ მონატრებამდე აეყვანა. ღმერთს ეს მრავალ ადგილას სჩვევია. რადგან, როცა მის სიკეთეებში ნებიერად ვცხოვრობთ და მათ ვერ ვგრძნობთ, იგი ამ სიკეთეთა უდაბურობაში გვაყენებს, რათა მოკლებამ გონს მოგვიყვანოს და კვლავ მათი ტკბობა მოვიძიოთ. და რის გამო ისხდნენ მდინარეთა პირას? რადგან ტყვეები იყვნენ და მტრული ქვეყნიდან იყვნენ წამოყვანილნი, კედლებსა და ქალაქებს გარეთ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის