მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 133:2

1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.2. ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა.3. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ. დიდებაჲ
ფსალმუნნი თავი 133
2. ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა.
ფსალმუნი 133-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.“ ().

1. წმიდა ლოცვა და უფლის კურთხევა

აქ დაასრულა აღსავალთა შესახებ ფსალმუნები, როცა სიტყვა კეთილ დასასრულში, ქებასა და კურთხევაში შეკრა. უფლის მონებად კი სურს, იყვნენ არა მხოლოდ მოძღვრების მიხედვით, არამედ ცხოვრების წესის სიზუსტითაც; ამიტომაც დაურთო: „რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.“ (). რადგან უსუფთაოსა და ბილწს წმიდა შემოზღუდულთა შიგნით შესვლაც კი არ ეძლევა. ამიტომ, თუ ვინმე შესვლის ღირსია, კურთხევის ღირსიც არის. რადგან ღვთის სახლი ზეცას ჰგავს; და როგორც იქ მოწინააღმდეგე ძალთაგან არც ერთს არ ეძლევა შესვლა, ასევე არც ღვთის სახლში.

გაიაზრე, ადამიანო, რა დიდ ღირსებას...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მონაზონთა მღვიძარება და საგალობლებით ცხოვრება:

...ხმას, როგორის მოსმენაც ღრმა მდუმარებაში და უდაბნოშია შესაძლებელი, როცა ის წმინდანები გალობენ. თვით გალობებიც შესაფერისია და ღვთისადმი მეგობრობით სავსე. ამბობს: „ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა" (); და კვლავ: „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა" (). დავითის გალობებიც ცრემლთა მრავალ წყაროს აღძრავს. რადგან, როდესაც გალობს და ამბობს: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" (); და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" (); და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); **„კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ"*...

სრულად ნახვა