მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 133:1

1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.2. ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა.
ფსალმუნნი თავი 133
1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
ფსალმუნი 133-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.“ ().

1. წმიდა ლოცვა და უფლის კურთხევა

აქ დაასრულა აღსავალთა შესახებ ფსალმუნები, როცა სიტყვა კეთილ დასასრულში, ქებასა და კურთხევაში შეკრა. უფლის მონებად კი სურს, იყვნენ არა მხოლოდ მოძღვრების მიხედვით, არამედ ცხოვრების წესის სიზუსტითაც; ამიტომაც დაურთო: „რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.“ (). რადგან უსუფთაოსა და ბილწს წმიდა შემოზღუდულთა შიგნით შესვლაც კი არ ეძლევა. ამიტომ, თუ ვინმე შესვლის ღირსია, კურთხევის ღირსიც არის. რადგან ღვთის სახლი ზეცას ჰგავს; და როგორც იქ მოწინააღმდეგე ძალთაგან არც ერთს არ ეძლევა შესვლა, ასევე არც ღვთის სახლში.

გაიაზრე, ადამიანო, რა დიდ ღირსებას...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის