მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 132:1

1. აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა.
ფსალმუნნი თავი 132
1. აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?
ფსალმუნი 132-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?“ ().

1. ძმათა ერთსულოვნება და სიყვარულის კურთხევა

საგანთაგან მრავალი კეთილია, მაგრამ საამო მხარე არ ახლავს; სხვა რამეს კი, თავის მხრივ, სიამე აქვს, მაგრამ უმშვენიერესს მოკლებულია; ხოლო ორივეს ერთად შეყრა ადვილი საქმე სულაც არ არის. მაგრამ ამ ნათქვამში ორივე ეს ერთად შეიკრიბა: სიამეც და უმშვენიერესიც. რადგან ეს განსაკუთრებით სიყვარულს აქვს: სარგებელთან ერთად მას სიმსუბუქეც აქვს და სიამეც. ამიტომ აქაც სწორედ მას განადიდებს. რადგან მან უბრალოდ ერთად ცხოვრება არ თქვა და არც ის, რომ ერთი მცირე სახლით იყვნენ შეკრულნი, არამედ ერთად დამკვიდრება თქვა, ანუ თანხმობითა და სიყვარულით ცხოვრება; სწორედ ეს აქცევს სულს ერთ სულად. შემდეგ, როცა თქვა, რომ ეს კეთილია და სასიამოვნო, სიტყვის უფრო გასაცხადებლად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პოვა მან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ. და მოიყვანა მან იესუჲსა“ (1,41-42).:

...დ იჴმარა, არამედ უკუეთუ ბუნებაჲ ვინ გულისხმა-ყოს კეთილად, ფრიადი სარგებელი პოვოს ერთობისა მისგან. და არა ცოლსა ზედა და ქმარსა ოდენ პოვოს ესე სარგებელი, არამედ ძმანიცა თუ ვინ იყვნენ, ეგრეთვე არს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათაჲ ერთად?“

ამისთჳსცა ქალაქები და დაბნები აღეშენა, რაჲთა ერთბამად ვიყოფოდით არა ჴორციელად ოდენ, არამედ წესითაცა და საკრველითა სიყუარულისაჲთა, რამეთუ ვინაჲთგან უძლურ ვართ და თჳთოეული თავსა თჳსსა ვერ აცხოვნებს, ამისთჳს განაგო ღმერთმან, რაჲთა ერთიერთსა შევეწეოდით და ნაკლულევანებასა ერთმანერთისასა აღვასრულებდეთ. მენება, რაჲთამცა განვაგრძვე სიტყუაჲ ამის პირისაჲ, რაჲთამცა გამოვაჩინე, თუ რაოდენსა ზედა სარგებელ არს ჩუენდა ერთობაჲ, არამედ სხუასა სიტყუასა თქუმად ვისწრაფი, რომლისათჳსცა ესე ყოველი ვთქუ. რამეთუ ანდრია დადგა რაჲ მას ღამესა ქრისტეს თანა და ისწავა, რაჲ-იგი ისწავა, არა დამალა შორის თავსა თჳსსა საუნჯჱ იგი, არამედ მირბიოდა და მისცა ძმასაცა თჳსსა კეთილთა მათგან, რომელნი თჳთ მიეხუნეს, და ჰრქუა მას: „ვპოვე მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ“. ჰხედავა, თუ ვითარი სწავლაჲ ისწავა ერთსა ღამესა, რომელ იცნა ჭეშმარიტად ქრისტჱ? გამოაჩინა აწ აქა სიბრძ...

სრულად ნახვა