მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 131:18

17. მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა.18. მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.
ფსალმუნნი თავი 131
18. მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 131-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,“ ().

1. ჭეშმარიტი სიმშვიდე და მართალი სიმკაცრე

სხვაგან მხოლოდ წინაპართა ხსოვნის გამო ითხოვენ ხსნას; აქ კი სათნო საქმეებსაც ასახელებენ და ყოველივე სიკეთის მიზეზსაც — ლმობიერებას, თავმდაბლობასა და სიმშვიდეს, რითაც განსაკუთრებით მოსეც იყო საკვირველი. რადგან ამბობს: „და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ ზოგი მწვალებელი მის ცხოვრებასა და ნათქვამს ეჭიდება და ამბობს: რას ამბობ? ნუთუ უმშვიდესი იყო ის, ვინც ეგვიპტელს ფეხი ჰკრა და მოკლა? ის, ვინც იუდეველები შინაური სისხლისღვრითა და ომებით აავსო? ის, ვინც ნათესავთა მკვლელობები ბრძანა? ის, ვინც ლოცვით მიწა გაყო, ზემოდან მეხები ჩამოიტანა, ზოგნი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის