მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 131:16

15. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.16. მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.17. მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა.
ფსალმუნნი თავი 131
16. მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 131-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,“ ().

1. ჭეშმარიტი სიმშვიდე და მართალი სიმკაცრე

სხვაგან მხოლოდ წინაპართა ხსოვნის გამო ითხოვენ ხსნას; აქ კი სათნო საქმეებსაც ასახელებენ და ყოველივე სიკეთის მიზეზსაც — ლმობიერებას, თავმდაბლობასა და სიმშვიდეს, რითაც განსაკუთრებით მოსეც იყო საკვირველი. რადგან ამბობს: „და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ ზოგი მწვალებელი მის ცხოვრებასა და ნათქვამს ეჭიდება და ამბობს: რას ამბობ? ნუთუ უმშვიდესი იყო ის, ვინც ეგვიპტელს ფეხი ჰკრა და მოკლა? ის, ვინც იუდეველები შინაური სისხლისღვრითა და ომებით აავსო? ის, ვინც ნათესავთა მკვლელობები ბრძანა? ის, ვინც ლოცვით მიწა გაყო, ზემოდან მეხები ჩამოიტანა, ზოგნი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის