მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 130:1

1. უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,2. არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა.
ფსალმუნნი თავი 130
1. უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,
ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,“ ().

1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება

სხვა თარგმანი: „არცა ამაღლებულან“ ()1. „არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა“ (). სხვა თარგმანი: „განდიდებათა შორის“ ()2. სხვა თარგმანი: „დიდებულებებში, არც ჩემზე აღმატებულებში“ ()<a...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ობს: „ამაღლდა გული მისი“; და უგუნურება შიგნით არ დარჩა, არც ჩაქრა, არამედ გარეთ გამოხტა და, ბოროტ საქმედ ქცეულმა, მთელი მისი სათნოება გახრწნა. მართლაც ნეტარება ის არის, რომ ბოროტი ზრახვა საერთოდ არ მიიღო, რასაც წინასწარმეტყველიც ამბობდა: „უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი“ ().5 და არ უთქვამს: „ამაღლდა, მაგრამ დავიმორჩილე იგი“, არამედ: „თავიდანვე არ ამაღლებულა“, ესე იგი, ჩემი სული მუდამ გაუვალად დავიცავი ბოროტებისთვის. მაშ, ნეტარება ეს არის; ამის შემდეგ კი ის არის, რომ შემოსული ზრახვები სწრაფად განვიშოროთ და აღარ მივცეთ ნება უფრო დიდხანს დაყოვნდნენ, რათა ჩვენში ბოროტი გავრცელება არ მოახდინონ. მაგრამ თუ აქამდეც კი დავუდევრდებით, ღვთის კაცთმოყვარეობის გამო ამ დაუდევრობისთვისაც არის ნუგეში, და იმ გამოუთქმელი და დიდი სიკეთისგან ასეთ ჭრილობათა მრავალი წამალია მომზადებული.

მაგრამ მოდი, ახლა სიტყვა შევწყვიტოთ, რათა ის, რისიც დასაწყისში შეგვეშინდა, ახლა არ მოხდეს დ...

სრულად ნახვა