მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 129:1

1. ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;2. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
ფსალმუნნი თავი 129
1. ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;
ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. გულის სიღრმიდან აღმავალი ლოცვა

რას ნიშნავს: „ღრმით“ ()? არა უბრალოდ პირიდან და არც უბრალოდ ენიდან, რადგან გონებაც რომ დახეტიალობდეს, სიტყვები მაინც იღვრება; არამედ უღრმესი გულიდან, დიდი გულმოდგინებითა და მოშურნეობით, თვით გონების სიღრმეებიდან. რადგან ასეთნი არიან შეჭირვებულთა სულები: ისინი მთელ გულს შეძრავენ, დიდი შემუსვრით უხმობენ ღმერთს და ამიტომაც ისმენებიან. რადგან ასეთ ლოცვებს დიდი ძალა აქვთ: არ გადაბრუნდებიან და არ შეირყევიან, თუნდაც ეშმაკი დიდი იერიშით მოადგეს. რადგან როგორც ძლიერი ხე, რომელიც ფესვს მიწის დიდ სიღრმეში უშვებს და მის წიაღს მაგრად ეჭიდება, ქართა ყოველგვარ ქროლას უძლებს, ხოლო ზედაპირზე მდგარი, მცირე ნიავიც რომ დაეცეს, ირყევა და ფესვიანად ამოგლეჯილი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:

...ნ თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობასა ჰგალობ. ესე ყოველნი განწყობილნი, რომელნი ვაჴსენენ, რომელთა თანა განწყობილ ხარ შენ, დიდითა კრძალულებითა და წესიერებითა დგანან, დიდითა შიში-თა და მოწიწებითა წმიდასა მას გალობასა ძლევისასა სანატრელითა მით ღაღადებითა უგალობენ ყოველთა ღმერთსა და მეუფესა.

ამათ უჴორცოთა ძალთა შეერთე, ძმაო, რაჟამს ილოცვიდე, და მათსა მას ჰბაძევდ წესიერებასა, რამეთუ შენცა არა კაცთა უგალობ და შეასხამ, არცა კაცთა ევედრები, არამედ ღმერთსა, რომელი ყოველგან არს...

სრულად ნახვა