„მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან, მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.“ ().
1. სიონის მტრების ამაოება და დაცემა
სხვა მთარგმნელი ამბობს: „მაგრამ ვერ შეძლეს ჩემზე გამარჯვება“. ეს ფსალმუნიც მის წინა ფსალმუნს ებმის. რადგან, როცა მშენებლობის საქმე წყდებოდა და ნამუშევარი დასასრულისკენ არ მიდიოდა, იგი მათ კეთილ სასოებამდე მიჰყავს, რათა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნენ; წარსულიდან მომავალის მიმართ ნდობას უმზადებს და ასწავლის, რომ ეს სიტყვები თქვან. რომელი სიტყვები? რომ, თუმცაღა მრავალგზის ესხმოდნენ თავს, ვერ შეძლეს გამარჯვება და არც სრული ძლევა მოიპოვეს. „და მაინც,“ ამბობს იგი, „ტყვეები წაიყვანეს, უცხო ქვეყანაში გადაასახლეს და მრავალი ომი მოიგეს“. უპირველესად, მაშინაც საკუთარი ძალით კი არ გაიმარჯვეს, არამედ იუდეველთა ცოდვის...