მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 127:1

1. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.2. ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.
ფსალმუნნი თავი 127
1. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.
ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა“ ().

1. ღვთის შიში და ჭეშმარიტი ნეტარება

იხილე, როგორ იწყებს აქედანვე, სადაც დაასრულა. რადგან როგორც იქ სწორედ ამიტომ უწოდა მათ ნეტარნი, რომ არ შერცხვებიან, რადგან ღმერთი ჰყავთ შემწედ და მათთან მყოფად, ასევე აქაც აქედან იწყებს შესავალს და ამბობს: „ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა“ (). და კვლავ საყოველთაოს ხდის სიტყვას, როცა დასაწყისს იმათგან იღებს. და კარგად თქვა: „ყოველნი“; ვინმეც რომ მონა იყოს, ან ბატონი, ან გლახაკი, ან სხეულით უძლური, ან ვინც უნდა იყოს, ამათგან არაფერი უშლის ხელს, ჰქონდეს ეს ნეტარად სახელდება, რომელსაც თვითონ ამბობს. რადგან სხვა, ცრუ და გამოგონილ ნეტარებას, რომელსაც მრავალი შენატრის, ძლივს ქმნის მრავალი რამ, ერთად რომ მოიყრის თავს; და თუ ყველაფერი ერთად არ შეიკრიბა, ადამიანთა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის